ტანზანიაში უცნობი დაავადების აფეთქებაა, რომელმაც უკვე სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამის შესახებ BBC წერს.
ექიმები დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენას ცდილობენ.
აღინიშნება, რომ დაავადების მიმდინარეობა ებოლას მსგავსია. საერთო სიმპტომებია ძლიერი შემცივნება, თავის ტკივილი და ზოგადი დაღლილობა.
ამავდროულად, პაციენტებს ჩაუტარდათ ტესტირება, ებოლა ან მასთან დაკავშირებული მარბურგის ცხელება მათ სისხლში არ აღმოჩნდა.
დაავადება ქვეყნის სამხრეთით ლოკალიზებულია.
მედიკოსები იკვლევენ, რა გზით და რამდენად მარტივად შეუძლია მას გავრცელება.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვას ურჩევს.