ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, წინა კვირასთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა

მსოფლიოში 4-10 ივლისს კორონავირუსით 5 776 242 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 27 ივნისი – 3 ივლისის პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია.

ასევე, ბოლო ერთ კვირაში ვირუსს 9 872 პაციენტი ემსხვერპლა, 27 ივნისი – 3 ივლისის კვირასთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმო ავრცელებს.

ინფიცირების ზრდაა  დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 28%-ით და 25%-ით – აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. ამასთან, შემცირებულია 33%-ით აფრიკაში.

სიკვდილიანობის მატებაა 78%-ით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და 23%-ით – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ამავე დროს, შემცირებულია 17%-ით აფრიკაში, 10%-ით – დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში და 4%-ით – ამერიკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები