დიეგო კოლასი: არ არსებობს სხვა დღის წესრიგი, გარდა 12 რეკომენდაციისა – ვფიქრობ, გამამხნევებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეთავაზების პროცესი წინ წამოსწია

არ არსებობს სხვა დღის წესრიგი, გარდა ამ 12 რეკომენდაციისა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კონსტრუქციული ძალა გაერთიანდეს, რათა იყოს პროგრესი ამ რეკომენდაციებთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

მისი თქმით, გამამხნევებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეთავაზების პროცესი წინ წამოსწია, რათა მან პარლამენტში გადაინაცვლოს.

„საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩვენ გარკვეული სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. არის მკაფიო დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა. არ არსებობს სხვა დღის წესრიგი, გარდა ამ 12 რეკომენდაციისა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კონსტრუქციული ძალა გაერთიანდეს, რათა იყოს პროგრესი ამ რეკომენდაციებთან მიმართებით.

ვფიქრობ, გამამხნევებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინ წამოსწია შეთავაზების პროცესი, რომ ამ პროცესმა გადაინაცვლოს პარლამენტში. ასევე, გამამხნევებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი შეთავაზება გააკეთა. ვფიქრობ, ქვეყნისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი არის ახლა, რომ იმუშაოთ ამ რეკომენდაციებზე“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები