“აფხაზეთი შესაძლოა, რუსეთში პარალელური იმპორტისთვის იყოს გამოყენებული” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთი შესაძლოა, გამოყენებული იყოს, როგორც სატრანზიტო ტერიტორია რუსეთში პარალელური იმპორტის განსახორციელებლად.

ამის შესახებ მან უფაში თქვა, სადაც “სამუშაო ვიზიტით” იმყოფება.

„ბაშკირეტთან ჩვენს ურთიერთობას განვითარების პერსპექტივა აქვს. სანქციებია შემოღებული და ვფიქრობ, ეს რეჟიმი გაგრძელდება. ჩნდება მიწოდებასთან დაკავშირებული სირთულეები. აფხაზეთი შეიძლება, იყოს გამოყენებული სატრანზიტო ტერიტორიად. ვვარაუდობთ, რომ აფხაზეთის ტერიტორია შესაძლოა, იყოს გამოყენებული რუსეთის ფედერაციაში პარალელური იმპორტის პროგრამის განსახორციელებლად. ეს არის ის, რასაც გვაძლევს დროს – ერთი მხრივ, პრობლემებია, მეორე მხრივ, ახალი შესაძლებლობები“, – განუცხადა ბჟანიამ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები