კიევმა სპეცოპერაციებში უცხოელი ჯარისკაცების მონაწილეობა აღიარა

   საინფორმაციო სააგენტო ,,რია-ნოვოსტის“ ინფორმაციით, ოფიციალურმა კიევმა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციებში უცხოელების მონაწილეობა აღიარა, მაგრამ არა უცხოური წარმოების სამხედრო ტექნიკის.
,,უცხოური წარმოების ტექნიკას ჩვენ ანტიტერორისტულ ოპერაციებში არ ვიყენებთ, მაგრამ უცხოელი ჯარისკაცების მონაწილეობა არც ადრე დაგვიმალავს. უკრაინული სამხედრო შენაერთების რიგებში ჩვენს გვერდით დგანან იტალიის, საქართველოს, ბელორუსის და თვითონ რუსეთის წარმომადგენლები“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული არმიის პრესოფიცერმა ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები