“ბოლნისელებსა და სრულიად საქართველოს მინდა, პეტრეპავლობის დღესასწაული მივულოცო”

მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრეპავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. პეტრეპავლობასთან დაკავშირებით, ელიას მთაზე არსებულ პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე ეფრემმა იქადაგა და მრევლი დალოცა.

ღვთისმსახურებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი დაესწრო.

„ბოლნისელებსა და სრულიად საქართველოს მინდა, პეტრეპავლობის დღესასწაული მივულოცო. წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან. წმინდა პეტრე და პავლე მაგალითნი არიან რწმენის თავდადებისა და სიყვარულისა. ყველა მოქალაქეს მთელი გულით ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე მინდა, ვუსურვო“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები