ლაგოდეხში, “რანის” მოედანზე თოჯინების სახალხო თეატრის კვირეული მოეწყო
ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ინფორმაციით, “რანის” მოედანზე, თოჯინების სახალხო თეატრის კვირეული გაიმართა.
პატარებმა კვირეულის ფარგლებში უყურეს რეჟისორ გივი ჯიბლაძის ოთხ სპექტაკლს: “თაგუნიას გასაჭირი”, “მხატვარი მელია”, “მხიარული კარუსელი”, “სამი მეგობარი”.
ამასთან, პატარებმა იმხიარულეს და იცეკვეს ანიმატორთან ერთად.
ზაფხულის განმავლობაში, “რანის” მოედანზე, პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები მოეწყობა.