მილიციის 300 თანამშრომელი თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის სამხედრო შენაერთების მხარეს გადავიდა

  უკრაინული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, დღეს დილით 300-მა უკრაინელმა მილიციის თანამშრომელმა დანიშნულების ადგილები დატოვა და დონეცკში  ,,სახალხო – სამხედრო“ შენაერთების მხარეს გადავიდა. ამის შესახებ  უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში დარჩა 10-15 პროცენტი მილიციის თანამშრომელი, რომელიც უკრაინის მთავრობის მომხრეა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში სასწრაფოდ შესაცვლელია 20 ათასი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები