,,ბოინგ 777“ ბორტზე გაჩენილი ცეცხლის შედეგად კანადაში დაეშვა
ამერიკულმა ,,ბოინგ 777“-მა ავიალაინერის ბორტზე გაჩენილი ხანძრის გამო კანადაში იძულებითი დაშვება განახორციელა. საინფორმაციო სააგენტო ,,ასოშეიტედ პრესის“ განცხადებით, ლაინერი კომპანია United Airlines-ს ეკუთვნის. თვითმფრინავის ბორტზე 233 მგზავრი იმყოფებოდა, რეისი: ნიუ-ჯერსი – ბრიუსელი. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა, თუმცა ავიალაინერი იძულებული იყო ჰალიფაქსის აეროპორტში დაშვებულიყო.