მარტვილის სოფელ ნაგვაზაოში სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ახალ სასწავლო გარემოში შეეძლებათ განათლების მიღება. ინფორმაციას  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკოლას, რომელიც ავარიული იყო სრული რეაბილიტაცია უტარდება. ეწყობა გარე და შიდა ინტერიერი, გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის.

“სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2 378 432 ლარს შეადგენს და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მარტვილის სკოლასთან ერთად ამ დროისთვის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონის 7 საჯარო სკოლაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები