აშშ უკრაინას 360 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შაბათს G20-ის მინისტრთა შეხვედრის შემდეგ უკრაინისთვის 360 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ “ევროპული სიმართლე” AFP-ზე დაყრდნობით წერს.

მისი განმარტებით, საუბარია საკვების, სასმელი წყლის, ფულადი დახმარების, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და თავშესაფრების სახით მხარდაჭერაზე, ასევე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან კოორდინაციაზე.

ბლინკენს არ დაუკონკრეტებია როდის მიეწოდება ჰუმანიტარული დახმარება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ G20-ის მინისტრთა შეხვედრა ამჯერად ერთობლივი ფოტოს გადაღების გარეშე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები