ირაკლი ბერაია რუმინეთის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს, რუმინეთის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, როზალია ბიროს შეხვდა.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბარს, განხილულ იქნა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების შემდგომი ნაბიჯები.

რუმინელი კანონმდებლის მხრიდან აღინიშნა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.

ქართული მხრიდან შეხვედრაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები