დონეცკში შეტაკებები გრძელდება – ,,ბოევიკებმა“ ხიდი ააფეთქეს (ვიდეო)

  უკრაინის სამთავრობო-სამხედრო ძალები მასირებულ შეტევაზე გადავიდნენ. ბოლო ინფორმაციით ირკვევა, რომ ნაციონალური გვარდია ძერჟინსკის და არტიომოვსკის მხრიდან ცდილობს ქალაქ გორლოვკაში შეღწევას. ქალაქის მისადგომებთან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო შენაერთები ახორციელებენ კონტრშეტევებს. ქალაქის ცენტისკენ მიმავალი გზის ბლოკირების მიზნით ,,ბოევიკებმა“ ააფეთქეს ცენტრალური მაგისტრალთან დამაკავშირებელი ხიდი, აქედან გამომდინარე, ქალაქის ჩრილოეთით მდებარე რაიონები მოწყვეტილია გორლოვკის ცენტრალური უბანს. სამხედრო – საველე მეთაურების განცხადებით, სიტუაციის გართულების შემთხვევაში  საავტომობილო ხიდის აფეთქებაც იგეგმება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=-_XO_RYqITs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები