„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს“ – პუტინი დასავლეთს აფრთხილებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაგრძელება მთელ მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს.

კრემლის ლიდერი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეკონომიკური ომის გამოცხადებად აფასებს.

როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, დასავლეთის მოწოდებებმა, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების შესახებ, გლობალურ ბაზრებზე ნავთობისა და გაზის „ცხელება“ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები