კელი დეგნანი: ახლა ენერგია მიმართული უნდა იყოს იმაზე, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდეს – დასაკარგი დრო აღარ არის

ახლა ენერგია მიმართული უნდა იყოს ევროკომისიის მიერ გაწერილი რეკომენდაციების შესრულებისკენ, არა ზედაპირულად ან ერთი პარტიის მიერ, არამედ შინაარსიანად და ინკლუზიურად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს სურს ევროპული ინტეგრაცია, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, რაც გულისხმობს დემოკრატიულ მომავალს.

„საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, დიდ პროგრესს მიაღწია ინსტიტუტების კუთხით. ახლა ენერგია მიმართული უნდა იყოს იმაზე, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდეს არა ზედაპირულად ან ერთი პარტიის მიერ, არამედ შინაარსიანად და ინკლუზიურად. დასაკარგი დრო აღარ არის. სამოქმედო გეგმა უკვე შედგენილია და ახლა საჭიროა მოქმედება, და არა სიტყვები. კანდიდატის სტატუსი გელოდებათ, ამისთვის კი მოქმედებაა საჭირო. ახლა ყველაზე მთავარია სამუშაოს დაწყება, იქნება ეს განსაზღვრული კანონმდებლობის მიღება თუ 12 რეკომენდაციის შესრულება. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები