ილია დარჩიაშვილი: ეს ვიზიტი იქნება იმპულსი იმისთვის, რომ ავსტრიამ მყარად და ძლიერად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

ეს ვიზიტი იქნება იმპულსი იმისთვის, რომ ავსტრიამ მყარად და ძალიან ძლიერად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ავსტრიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ქვეყანას ავსტრიის მხარდაჭერა ექნება იმ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კუთხით, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ავსტრია, რომელიც გამოირჩევა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით, აღნიშნული ვიზიტი იქნება ახალი იმპულსი, რომ ავსტრიამ მყარად და ძალიან ძლიერად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. გვქონდეს ავსტრიის მხარდაჭერა იმ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კუთხით, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან დაგვაახლოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ჩვენი მომავალი რეფორმების განხორციელების პროცესში იმ დღის წესრიგის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გვაქვს ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ავსტრია იქნება ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც დაგვეხმარება ამ პროცესში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები