მთვარეზე უცხოპლანეტელის სილუეტი აღმოაჩინეს (ვიდეო)
გუგლის თანამგზავრული რუკების მონაცემთა შესწავლისას მეცნიერებმა მთვარის ზედაპირზე საკმაოდ უცნაური ფიგურა აღმოაჩინეს, რომელიც უძრავ მდგომარობაში იმყოფებოდა. ვიდეოფაილი მოხვდა YouTube-ის ქსელში, სადაც ორი კვირის მანძილზე დაახლოებით 507 ათასი ნახვა დააგროვა.
ვიდეორგოლი ქსელში პიროვნებამ ნიკით: wowforreeel განათავსა, რომელმაც კომენტარებში აღნიშნა, რომ მან დააფიქსირა სიცოცხლის არსებობის კვალი მთვარეზე. ვიდეოში გარკვევით არის მითითებული ობიექტის მდებარეობის ზუსტი კოორდინატები.
ვიდეოს ძალიან ბევრი კომენტარი მოჰყვა. ზოგის განმარტებით, ფიგურის სილუეტი 100 მეტრია და შეუძლებელია ცოცხალ არსებას ეკუთვნოდეს, ზოგის აზრით კი, ეს შენობა-ნაგებობაა, რომელიც ქვის კონსტრუქციას წარმოადგენს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7QdYvelStn8#t=46″ width=”560″ height=”315″]