საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი პირველ მოადგილესთან – ემზარ კუჭუაშვილთან ერთად, გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, მიმდინარე პროექტების სამუშაოების მონახულებისა და შეფასების მიზნით, ქ. საგარეჯოში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და მოსაზრებები მოისმინა.

„ამჟამად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე ათეული პროექტი აქტიურ ფაზაშია, ტენდერის ეტაპზე გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც ხედავთ, ეს ზაფხული იქნება საკმაოდ დატვირთული, რათა ის ძირეული საჭიროებები, რაც მოსახლეობას საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიმართულებით აწუხებს, მაქსიმალური ძალისხმევის შედეგად, მოგვარდეს. პრობლემების ძირეული აღმოფხვრა ცხადია, მხოლოდ ერთ წელში ვერ მოხერხდება, თუმცა ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავი შრომით, სწორი სტრატეგიული სვლით აუცილებლად დავიყვანთ მინიმუმამდე.

თითქმის ყოველ დღე, სხვადასხვა უბანს ვსტუმრობ და ადგილობრივების საჭიროებებს თავად ვეცნობი. ასეთივე აქტიური ტემპით გავაგრძელებთ მომავალშიც მუშაობას ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის„, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 200 603 ლარით ფინანსდება და სამუშაოების დასრულების ვადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები