აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა G20-ის დახურულ სამიტზე პირდაპირ რუსეთს მიმართა და მოსთხოვა მოსკოვს, დაუშვას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი.
ამის შესახებ ВВС წერს.
“მივმართავ ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენი არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს? უნდა გაატაროთ მარცვლეული”, – უთხრა ბლინკენმა რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, რომელთანაც პირად შეხვედრაზე უარი თქვა.