პოლიტიკური საკითხი, რომელიც კონსტიტუციას უკავშირდება, უნდა განვიხილოთ ჩვენ ამ 12 პუნქტის შესრულების შემდგომ, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთი თვის ვადაში პარლამენტი მიიღებს კანონს სრულად პროპორციული არჩევნებისა და 2%-იანი ბარიერის შესახებ.
„ჩვენ გვჭირდება, პირველ ყოვლისა, იმ 12 პუნქტზე მუშაობა, რომელიც შესასრულებელი გვაქვს. ეს არის 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილი. რაც შეეხება წმინდა პოლიტიკურ საკითხის, რომელიც კონსტიტუციას უკავშირდება, საუბარია იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი და ეს უნდა განვიხილოთ ჩვენ ამ 12 პუნქტის შესრულების შემდგომ. ვიჩენთ მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ამაზეც თანახმა ვართ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.