ბაიდენი – ჯონსონის გადადგომაზე: აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები რჩება ძლიერი და მტკიცე

President Joe Biden listens to a reporters question in the East Room of the White House, Tuesday, March 29, 2022, in Washington. (AP Photo/Patrick Semansky)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გადადგომის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები კვლავ ძლიერი და მტკიცე რჩება.

ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან კრიტიკულ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს, მათ შორის უკრაინის ომზე – საკითხზე, რომელზეც ბაიდენი და ჯონსონი მჭიდროდ მუშაობდნენ.

„გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები არიან უახლოესი მეგობრები და მოკავშირეები და განსაკუთრებული ურთიერთობა ჩვენს ხალხს შორის რჩება ძლიერი და მტკიცე. მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელებთ ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, მთელ რიგ მნიშვნელოვან პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ეს მოიცავს ძლიერი და ერთიანი მიდგომის შენარჩუნებას უკრაინის ხალხის მხარდაჭერაში. ისინი იცავენ თავს პუტინის სასტიკი ომისგან მათი დემოკრატიის წინააღმდეგ და აკისრებენ რუსეთს პასუხისმგებლობას მის ქმედებებზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები