ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ასევე, კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
ჯონსონმა თქვა, რომ „ნათელია, რომ საპარლამენტო პარტიას ახალი ლიდერი და ახალი პრემიერი სურს“.
მან აღნიშნა, რომ ახალი ლიდერის დანიშვნამდე პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩება.
„ბოლო დღეებში ჩემი ბრძოლა უკავშირდებოდა არა მხოლოდ იმას, რომ პირადად მინდოდა ამ მანდატის შესრულება, არამედ იმიტომ, რომ ვგრძნობდი, ეს ჩემი საქმეა, ჩემი მოვალეობაა, ჩემი ვალია თქვენ წინაშე,”- თქვა ჯონსონმა.