უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 5-თვიანი ომის შემდეგ, რუსეთი ოპერატიულ „პაუზას“ აანონსებს.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსული ჯარების ქვედანაყოფები ახლა ატარებენ „ზომებს საბრძოლო შესაძლებლობების შესავსებად“.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ჯარებს საშუალება მიეცემათ „მიიღონ წერილები და პაკეტები სახლიდან“.
აღსანიშნავია, რომ სავარაუდო „ოპერატიული პაუზა“, რომელსაც რუსი სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, ასევე მოდის იმ ცნობების ფონზე, როდესაც პუტინის ჯარები იღებენ მკვეთრ ზომებს დანაკარგების დასამალად და ამოწურული რესურსების შესანარჩუნებლად.