ანრი ოხანაშვილი Credit Suisse-ზე: აბსტრაქტულად საუბრობენ, რომ თითქოს მათ გააჩნიათ საფუძველი და რეალურად უსაფუძვლოდ ედავებიან ადამიანს – როგორც ჩანს, ამას იყენებენ გარკვეული წნეხისთვის

ამ ინსტიტუციას [Credit Suisse] ძალიან მძიმე რეპუტაციულ ზიანს მოუტანს, იმიტომ, რომ აბსტრაქტულად საუბრობენ, რომ თითქოს მათ გააჩნიათ საფუძველი და რეალურად უსაფუძვლოდ ედავებიან ადამიანს და როგორც ჩანს, ამას იყენებენ გარკვეული წნეხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუცია არის სარეკომენდაციო ხასიათის, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.

„მეორე ფაქტი ის არის, რომ ეს რეზოლუცია არის სარეკომენდაციო ხასიათის, რომელსაც არავითარი სამართლებრივი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ძვირად დაუჯდება ამ კონკრეტულ ინსტიტუციას, [Credit Suisse] რომელიც უნდა ზრუნავდეს პირველ რიგში მის რეპუტაციაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, Credit Suisse-ის მიერ კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ განცხადება გაავრცელა, სადაც Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული ვალდებულებების უხეშ დარღვევებზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები