წყალტუბოში დაკარგული 22 წლის გოგო იპოვეს

ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოების შედეგად, წყალტუბოში დაკარგული 22 წლის გოგო პოლიციამ იპოვა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სახლიდან 30 ივნისს გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

როგორც გოგონას ახლობლებმა „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში განაცხადეს, პოლიციამ მას აჭარაში მიაგნო და ის თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები