ანრი ოხანაშვილი: ევროკომისია ენდობა და ენდო ჩვენს გუნდს, ქართველ ხალხს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ ერთად შევძლებთ მუშაობას

ევროკომისია ენდობა და ენდო ჩვენს გუნდს, ქართველ ხალხს, ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ერთად შევძლებთ მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა გვენდოს თუ არა ოპოზიცია ასე დაისვა საკითხი და უკაცრავად, მაგრამ ევროკომისია ენდობა და ენდო ჩვენ გუნდს, ჩვენ ხალხს და ზოგადად ხელისუფლებას, უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც, რომ ჩვენ შევძლებთ ერთად მუშაობას. რას ნიშნავს ოპოზიციის ნაწილი უნდა გვენდოთ თუ არ უნდა გვენდოს? უკაცრავად, მაგრამ ცოტა მაგიდის აყირავების მაგვარი მიდგომაა, რაც ნიშნავს ევროპული პერსპექტივისთვის ბოიკოტს, ნიშნავს ევროკომისიისთვის მაგიდის აყირავებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები