ირაკლი ზარქუა: შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციებს არ ესწრება “ლელო”, ენმ და ჭიჭე ვაშაძის “კამანდა” – “ნაცმოძრაობის” გარეშე აქამდე მოვიდა ქვეყანა და იმის იქითაც წავალთ

“არ ესწრება “ლელო”, “ნაციონალური მოძრაობა” და ჭიჭე ვაშაძის “კამანდა”. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივად იმართებიან, რომ ქვეყანა რამენაირად ქაოსში შეიყვანონ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციებზე ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს.

მისივე თქმით, აღნიშნულ პარტიებს პროცესში მონაწილეობის სურვილი არ აქვთ.

“არ ესწრება “ლელო”, “ნაციონალური მოძრაობა” და ჭიჭე ვაშაძის “კამანდა”. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივად იმართებიან, რომ ქვეყანა რამენაირად ქაოსში შეიყვანონ. მეტი არანაირი საფუძველი არ აქვთ. შენ სანამ უნდობლობა გექნება, ხომ უნდა ჩაერთო პროცესში, გაიგო რას გეუბნებიან. არ აქვთ ამის სურვილი. რატომ? იმიტომ, რომ აწყობენ ობსტრუქციას რამენაირად დაძაბონ თემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე აქამდე მოვიდა ქვეყანა, აქამდე ეკონომიკური ზრდა გვაქვს ძალიან მაღალი და იმის იქითაც წავალთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები