ამერიკა რუსეთის სამხედრო წვრთნებს პროვოკაციად მიიჩნევს

  ამერიკის მთავრობა არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, პროვოკაციად მიიჩნევს რუსეთის მიერ წარმოებულ ყველა ტიპის სამხედრო წვრთნას. ამის შესახებ ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ჯენ ფსაკიმ. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს ჯენ ფსაკის, რომელმაც ცალსახად მიიჩნია, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული სამხედრო სწავლებები უკრაინის საზღვართან ახლოს პროვოკაციული ქმედებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები