გორში ქვემო სობისი-ბერშუეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მერიის ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. მათივე ცნობით, ასფალტის საფარის დაგება დაიწყო სოფლების ქვემო სობისისა და ბერშუეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე.

“3 265 მეტრზე მოეწყობა საავტომობილო გზის ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი, რომელიც ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთის გარდა, სოფელ ზემო სობისსაც გაივლის, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც მოიცავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის პირველი პირის დაგება, უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა. სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები