UNDP – “მადლობას ვუხდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს პრაიდ კვირეულის უსაფრთხოებისთვის”

საქართველოში “პრაიდ კვირეულის” უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, იაპონიის, ისრაელის, საფრანგეთის, შვედეთისა, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოები საქართველოში.

“მადლობას ვუხდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომელთაც პრაიდ კვირეულის მსვლელობისას, უსაფრთხოების დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყვეს. მივესალმებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ჩართულობას კვირეულის მომზადებისა და კოორდინირების პროცესში,” – აღნიშნულია UNDP-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერება უნდა მოჰყვეს. პრაიდ კვირეულის აღნიშვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებსა და ბევრ სხვა სტრესულ ვითარებას გულისხმობს. უამრავი ლგბტქი+ ადამიანი მსგავს გამოწვევებს ყოველდღიურად უმკლავდება. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ წლევანდელი პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვის, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ.
https://www.undp.org/ka/georgia/news/pride-week-statement?fbclid=IwAR0CjUqORT3RJgteTCwTTPiZcNaxazHRfMzzdTVJFzB4lfOLW4p4MvDMAkM&fs=e&s=cl

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები