საუდის არაბეთი ლივანის არმიის დასახმარებლად 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს

   საუდის არაბეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო – 1 მილიარდი დოლარი გამოუყოს ლივანის არმიას, რომელიც ამჟამად სირიის საზღვართან ტერორისტულ დაჯგუფებებს ეომება. ამის შესახებ ლივანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ განაცხადა. აღნიშნული თანხა ლივანის არმიის პოზიციების გამაგრებას სირიის საზღვარზე მოხმარდება.
,,საუდის არაბეთის მეფემ აბდალამ ლივანის არმიის დასახმარებლად 1 მილიარდი დოლარი გამოყო, რომელიც ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას მოხმარდება“,-აღნიშნა საუდის არაბეთის სუნიტური თემის მთავარმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები