შალვა პაპუაშვილი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში თემატური მოკვლევის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს

ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლებისა და ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მესამე რეგიონული გასვლა გამართა.

პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებთან ერთად, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია. პარლამენტის წევრები ადგილზე გაეცნენ გამოწვევებს, რომელიც სკოლის წინაშე დგას. კომიტეტის წევრები თემატური მოკვლევის ფარგლებში ახალქალაქში, N1 საბავშვო ბაღში, ასევე შეხვდნენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის ბაგა-ბაღებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ბაგა-ბაღებსა და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

„შეხვედრებს ესწრებოდნენ ადმინისტრაციაში ჩართული პირები, სკოლის დირექტორები. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა, რომელზეც არაერთი პრობლემა და გამოწვევა გაჟღერდა”, – განაცხადა კომიტეტის წევრმა, ხათუნა კვიციანმა.

გასვლითი შეხვედრები ტარდება თემატური მოკვლევის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები