საქართველო-იტალიის რაგბის მატჩისთვის 10 ივლისს ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა

რაგბის კავშირის ინიციატივით და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით, 10 ივლისს ბათუმში, საქართველოსა და იტალიას შორის გასამართი მატჩისთვის დამატებითი რეისი დაინიშნა.

რაგბის კავშირში აცხადებენ, რომ რადგან იტალიასთან გასამართი მატჩის მიმართ ინტერესი დიდია, საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ბათუმი-თბილისის დამატებითი რეისი დანიშნა.

4 ვაგონისგან შემდგარი (400 ადგილი) სწრაფი მატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ 8 ივლისს, 09:45 საათზე გავა, უკან კი 11 ივლისს, 18:45 საათზე დაბრუნდება. მატარებლით მგზავრობის საფასური სტანდარტული იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები