სლოვენიის სანაპირო ქალაქებში, გვალვის გამო, წყლის მოხმარება შეზღუდეს

სლოვენიის ზღვისპირა ქალაქებში, გვალვის გამო, მოსახლეობას წყლის შეზღუდული მოხმარებისკენ მოუწოდეს.

ამის შესახებ „ბალკანეთის მიმომხილველი“ იტყობინება.

აღინიშნება, რომ შემაშფოთებელი ვითარებაა ქალაქებში: კოპერა, იზოლა, პირანა და ანკარანი.

ქალაქების მერების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ გამწვანებულ ადგილებში სარწყავი სისტემები გაითიშება, ასევე, ყველა პლაჟზე საშხაპეები დაიხურება, ხოლო ხეებს და ბუჩქებს მხოლოდ წყალსაცავებიდან და წყლის სხვა წყაროებიდან მორწყავენ.

გარდა ამისა, ქალაქებში გათიშავენ შადრევნებს.

საზოგადოებრივ საპირფარეშოებში წყლის რაციონალური გამოყენებისკენ მოუწოდებენ, ავტომობილების რეცხვა მხოლოდ ავტოსამრეცხაოებში იქნება შესაძლებელი.

სასტუმროებისა და საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებს მოუწოდებენ – წყალი მაქსიმალურად ეკონომიურად გამოიყენონ, ასევე, ტურისტებს და ვიზიტორებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ.

სამოქალაქო დაცვის რეგიონულმა შტაბმა მოსახლეობაში სასმელი წყლის განაწილების გეგმა მოამზადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები