ქარელში, კაპანაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოს მოწყობა დასრულდა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა ქარელში, კაპანაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოს მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა არსებული ღობის დემონტაჟი და გატანა. აღდგა დაზიანებული ბეტონის ზეძირკველი, მოხდა ხელახალი შემოღობვა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეზოში არსებულ შენობას, მოეწყო ბეტონის ქვაფენილი, საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, ეზოში განთავსდა საპარკე სკამები.

პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა. სამუშაოებს ი.მ „პაატა ხაჭაპურიძე” ასრულებდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები