ამერიკაში მეორე სნოუდენი გაჩნდა (ვიდეო)

  ამერიკის დაზვერვა შეშფოთებულია, რადგან მათ რიგებში ედვარდ სნოუდენის ახალი მიმდევარი გაჩნდა, რომელიც ამერიკის სპეცსამსახურებზე და სამთავრობო დონის საიდუმლო დოკუმენტებზე ყველანაირ ინფორმაციას ფლობს. ამის შესახებ განაცხადა „სი-ენ-ენმა“, რომელიც ინკოგნიტოდ გაესაუბრა სახელმწიფო დაზვერვის წარმომადგენლებს. სპეცსმასახურების ყურადღება მიიპყრო ერთმა პუბლიკაციამ, რომელიც საინფორმაციო რესურს ,,The Intercept“-ში გაჟღერდა. ინფორმაცია შეიცავდა ტერორისტთა საქმიანობის შესახებ განახლებული მონაცემთა ბაზის მასალებს, რომელთანაც წვდომა მხოლოდ სპეცსამსხურის აგენტებს ჰქონდათ.
აღნიშნული ახალი რესურსის ავტორია ჟურნალისტი გლენ გრინვალდი, რომელიც ადრე აშუქებდა ედვარდ სნოუდენის მასალებს, მაგრამ ახალი ინფორმაცია ქსელში სნოუდენის გახმაურებული ისტორიის შემდეგ გაჩნდა, როდესაც მას აღარ ჰქონდა წვდომა მონაცემთა ბაზასთან. გრინვალდის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ 47 ათასი კაცი მსოფლიოს მაშტაბით შავ სიაშია შეტანილი, რომლებსაც აკრძალული აქვთ ამერიკაში შესვლა. დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ტერორიზმშია ეჭვმიტანილი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=aGATPgS_7i4″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები