ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის თეატრონი „სულიკოს“ ფესტივალს განახლებულ გარემოში უმასპინძლებს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე-მერთან, გიორგი ჯუღელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა.

„თეატრონის მშენებლობის დასრულების შემდეგ, „სულიკოს“ ფესტივალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ გარემოში ჩატარდება. ხალხური და ლირიული სიმღერების ფესტივალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 80 – იანი წლებიდან იღებს სათავეს. განახლებული თეატრონი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ფესტივალის მასშტაბები გაიზარდოს და ის რესპუბლიკური მნიშვნელობის გახდეს“, – აცხადებს ვასილ გველესიანი.

რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სცენის, ასევე არსებული სამაყურებლო სივრცის მოცულობის გაზრდა და გადახურვა, სცენასთან გასახდელების და საკვანძეების მოწყობა. ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა. თეატრონის ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორატიული ბეტონის ბილიკები, განთავსდება ეზოს სკამები. დამონტაჟდება მაღალი და დაბალი განათების ბოძები. ბეტონის გასწვრივ მოეწყობა ლითონის ღობე, რომელზეც დატანილი იქნება „სულიკოს“ მელოდიის სიმბოლოები.

სატენდერო ვალდებულებით, ვარინკა მაჭავარიანი – წერეთლის სახელობის თეატრონის რეაბილიტაციას სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი“ ახორციელებს. რეაბილიტაციის პროცესის დასრულება ივლისის თვეში იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები