პარლამენტიც თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციას დეპოლარიზაციაზე სასაუბროდ პირადად შეხვდება.
“მე პირადად შევხვდები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ვისაუბროთ დეპოლარიზაციაზე და ყველა თანხმდება იმაზე, რომ რიტორიკა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაპოლარიზებელი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. რიტორიკა, რომელიც მიმართულია ოპონენტის უარყოფაზე და მისი ლეგიტიმურობის არაღიარებისკენ. ამიტომ, ჩვენ ეს შეთავაზება გვაქვს, რომ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ თავად ეს რიტორიკა იყოს ნაკლებად მაპოლარიზებელი ფაქტორი – პოლიტიკამ უნდა განსაზღვროს რიტორიკა და არა რიტორიკამ პოლიტიკა. სამწუხაროდ, ჩვენთან ისეა, რომ ის რიტორიკა, რომელიც დამკვიდრებულია ქართულ პოლიტიკაში, საბოლოოდ, გავლენას ახდენს უკვე პოლიტიკაზე, ერთმანეთის მიუღებლობასა და შეუწყნარებლობაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.