რუსთავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის ახალი სერვისი – საზაფხულო ბაღი ამოქმედდა

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების აღსაზრდელთათვის, წელს პირველად, ახალი სერვისი – საზაფხულო ბაღი ამოქმედდა.
რუსთავის მერი – ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე – კახა გურული, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებსა და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად, საზაფხულო ბაღებში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო.
,,რუსთავში პირველად დაიწყო ფუნქციონირება საზაფხულო ბაღმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, იმ მშობლებისთვის შეგვეწყო ხელი და დავხმარებოდით, ვისაც ბავშვები ვერ გაჰყავს ქალაქიდან. 500-მდე ოჯახმა გამოთქვა სურვილი და ვცდილობთ, რომ სერვისი მაქსიმალურად მორგებული იყოს თითოეულ ბავშვზე”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

საზაფხულო ბაღში აღსაზრდელები #6, #10 და #34 ბაგა-ბაღებმა მიიღეს.
როგორც რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრი – ამირან ჯანჯღავა აცხადებს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრისას, მათი თხოვნა იყო საზაფხულო ბაღის გახსნა და დაპირება, რომელიც მაშინ ნინო ლაცაბიძისა და მისი გუნდისგან იქნა მიცემული, შესრულდა.
საზაფხულო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი პირველ ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება. აღსაზრდელთა მიღება, წინასწარი სტატისტიკური კვლევის საფუძველზე მოხდა. საზაფხულო ბაღში ბავშვის ჩარიცხვის სურვილი, 500-მდე აღსაზრდელის მშობელმა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები