ამერიკელმა ჟურნალისტებმა როსტოვში უკრაინელ ჯარისკაცებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს
რუსეთში აკრედიტებულმა ამერიკელმა ჟურნალისტებმა უარი განცხადეს როსტოვის ოლქში უკრაინელ ჯარისკაცებთან შეხვედრაზე. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
,,მას შემდეგ, რაც 400-მდე უკრაინელმა ჯარისკაცმა საკუთარი დისლოკაციის ადგილი დატოვა და თავშესაფარი რუსეთის ფედერაციას სთხოვა, ისინი როსტოვის ოლქში სამხედრო ბანაკებში მოათავსეს. ამის შემდეგ მათი მდგომარეობით რუსი და უცხოელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუმცა ჩვენს მოწვევას ამერიკელი პრესის წარმოამადგენელები არ გამოეხმაურნენ. მათ როსტოვის ოლქში ჩამოსვლისგან თავი შეიკავეს “,- განაცხადა მარია ზახაროვამ.