თამარ ტალიაშვილი: ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას ვთავაზობთ სრულ ჩართულობას და გაერთიანებას ერთი მიზნით, რომ ევროკომისიის გეგმა შევასრულოთ

ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას სრულ ჩართულობას და გაერთიანებას ერთი მიზნით, რომ ევროკომისიის გეგმა შევასრულოთ და ერთად მივაღწიოთ კანდიდატობის სტატუსს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი “ფეისბუქზე” წერს.

“ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით, სახელისუფლებო გუნდმა შექმნა თანამშრომლობითი პლატფორმა, რომელიც დეტალურადაა გაწერილი.
ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას სრულ ჩართულობას და გაერთიანებას ერთი მიზნით, რომ ევროკომისიის გეგმა შევასრულოთ და ერთად მივაღწიოთ კანდიდატობის სტატუსს.
ვინც გამოდის ამის წინააღმდეგ, უნდა იცოდეს, რომ ირჩევს სეპარატიზმს და საბოტაჟს უცხადებს ერთადერთ რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ, კონსტრუქციულ და საქმიან პროცესს.
სწორედ ახლა არის ის მომენტუმი, რომ ოპოზიციამ გააკეთოს სწორი არჩევანი და მიიღოს საქმიანი თანამშრომლობის წინადადება.
ამ ჩართულობითი პროცესის მარგინალიზაციის მცდელობა ოპოზიციის მხრიდან “რაღაც კომისიების” ძახილით ქვეყანას აზიანებს. სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროს არ არის გვიანი, მაგრამ ბევრი დროც არ გვაქვს. სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება”, – წერს ტალიაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები