ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ოზურგეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, იწყება ინოვაციური პროექტის – Street Art ოზურგეთისთვის განხორციელებაც.
„რეაბილიტაცია უტარდება ჭავჭავაძის, დოლიძის, ბოლქვაძისა და ფარნავაზის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს. ხდება გმირთა მოედანზე მემორიალის მოწესრიგება.
ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, ვიწყებთ ინოვაციური პროექტის – Street Art-ი ოზურგეთისთვის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ძველი შენობების ფასადების და კედლების მოწესრიგებას, მოხატვას თემატური გრაფიკული ნახატებით. ოზურგეთის სახელით, მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერმინისტრს და მთავრობას,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
პროექტები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.