უხვმა ნალექმა ონში მეწყრული პროცესები გაააქტიურა
ონში უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გაააქტიურა. შედეგად ჩაინგრა სოფელ ფსორი-ბაჯიხევის გზა.
ჩაწყვეტილია გზის სხვადასხვა მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით აკრძალულია.
სტიქიის ზონაში, მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან ერთად, იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – გიორგი მაქარაშვილი, მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს სოფელ ჩორდი-ბაჯიხევის შემოვლითი გზით.
ონის მერის ინიციატივით შექმნილია, უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით, სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაითვლის მიყენებულ ზარალს და უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები.