კახა კალაძე: საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, მადლობა ჩვენ საამაყო კალათბურთელებს ამ უდიდესი სიხარულისთვის
თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს დღევანდელი გამარჯვებისთვის მადლობას უხდის.
როგორც კალაძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა.
„გილოცავთ! დიდი გამარჯვება ჩვენია – საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა! მადლობა ჩვენს საამაყო კალათბურთელებს ამ უდიდესი სიხარულისთვის! ვულოცავ საქართველოს“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა.