საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთი დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა.

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარი გამოდგა.

თავიდან საქართველოს ნაკრები სანაძის სამქულიანით დაწინაურდა, შემდეგ კი 5 წუთის განმავლობაში შეტევაში ქულების აღება ვერ მოახერხა და მეტოქე წინ გავიდა.

გადამწყვეტ ფაზაში ესპანელებმა მეტოქესთან სხვაობა სამქულიანით შეამცირეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მაკფადენის სამქულიანით 18 წამით ადრე გამარჯვება დაიბევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები