ჩიკაგოს მახლობლად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დროს, სროლის შედეგად 5 ადამიანი მოკლეს, არიან დაშავებულებიც

აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოს მახლობლად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დროს, 5 ადამიანი მოკლეს, – ამის შესახებ ქალაქის ოფიციალური პირები აცხადებენ.

მედიის ცნობით, ღონისძიება, რომელიც ჰაილენდ პარკში, ჩიკაგოს გარეუბანში იმართებოდა, დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მოულოდნელად შეჩერდა და რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივი მცხოვრები, Chicago Sun-Times-თან ინტერვიუში აცხადებს რომ, მან 20-დან 25-მდე გასროლის ხმა გაიგონა, რომლებიც თანმიმდევრულად გრძელდებოდა.

ჰაილენდ პარკის მერის თქმით, ფესტივალი გაუქმდა. ამასთან, მან მოსახლეობას მოუწოდა, ქალაქის ცენტრში გასვლას თავი აარიდონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები