დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს დაახლოებით 73 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის აკრძალვას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) დღეს გამოაცხადა ახალი ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო სანქციები, რომლებიც კრძალავს ბელორუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს. ამასთან ბრიტანეთი ნავთობგადასამუშავებელი საქონლის, მოწინავე ტექნოლოგიური კომპონენტებისა და ფუფუნების პროდუქტების ექსპორტის აკრძალავს.

მედიის ცნობით, სანქციები ძალაში 5 ივლისიდან შევა და ბელარუსის კომპანიებს ლონდონში ფასიანი ქაღალდების გამოშვებასაც აუკრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები