აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში 10 000-ზე მეტი ადამიანია დარჩენილი, – ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
ლისიჩანსკი ლუგანსკის ოლქის ბოლო ქალაქია, რომელიც რუსულმა ძალებმა დაიკავეს.
უკრაინელი სამხედროების განცხადებით, მძიმე ბრძოლების შემდეგ, იძულებულნი გახდნენ ლისიჩანსკში პოზიციები დაეტოვებინათ.