დავით ზალკალიანი: ჩვენს ყველა ამერიკელ მეგობარს ვულოცავ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს – ამ დღეს აღვნიშნავთ ჩვენი ერების საერთო ღირებულებებს, თავისუფლებასა და დემოკრატიას
საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანი აშშ-ის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამის განცხადებას ზალკალიანი სოციალურ ქსელ Twitter-ზე აქვეყნებს.
“ჩვენს ყველა ამერიკელ მეგობარს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს!
ამ დღეს აღვნიშნავთ ჩვენი ერების საერთო ღირებულებებს, თავისუფლებასა და დემოკრატიას. საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები, რომლის 30 წლის იუბილეს წელს აღვნიშნავთ, წარმოადგენს მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოს. ამ თანამშრომლობის გაძლიერება ჩვენი ქვეყნების ნათელი მომავლის საწინდარია”, – წერს დავით ზალკალიანი Twitter-ზე.
Wishing a Happy Independence Day to all our American friends! Freedom and democracy are at the core of our nations' shared values as we mark 30 years of🇬🇪🇺🇸ties.🇬🇪🇺🇸relationship is force for peace & prosperity &increased cooperation will bring a brighter future for both countries pic.twitter.com/VeKruJT3O6
— David Zalkaliani (@DZalkaliani) July 4, 2022