ჩხოროწყუში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი – ნუგზარ გაბელია გაეცნენ.
ჩხოროწყუს კულტურის სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა.
კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 601 202 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
სამუშაოებს კომპანია შპს “აი-ქეი-ბი” ასრულებს.